15.თებერვალი .2020 00:30

Huawei ბოლო მოდელის სმარტფონს Mate 30 Pro-ს წარადგენს - რა ეღირება ის?

views 733
უკან

ტექნოლოგიურმა გიგამტმა Huawei-მ მიმდინარე კვირას ყველასთვის გასაოცარი განცხადება გააკეთა, კომპანია ბოლო მოდელის სმარტფონის Mate 30 Pro-ს გლობალური პრეზენტაციისთვის ემზადება. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სმარტფონი გასული წლის შემოდგომის ბოლოს წარუდგინეს მხოლოდ მცირე აუდიტორიას. მაშინ გლობალური პრეზენტაცია ვერ მოხერხდა იმ დაძაბულობის გამო, რაც კომპანიას და აშშ-ს შორის არის.

Mate 30 Pro-ს ამჯერად ბრიტანეთში წარადგენენ, სადაც სმარტფონის გაყიდვები 20 თებერვლიდან დაიწყება. წინასწარი მონაცმებით, სმარტფონის ღირებულება არცთუ ისე დაბალი იქნება და ფასი 899 ბრიტანული ფუნტით (1,175 აშშ დოლარი) განისაზღვრება.

სმარტფონი ნამდვილად დაიკვეხნის სპეციფიკური დიზაინით, აქვს შთამბეჭდავი მონაცემები და 6.53 ინჩიანი LED ეკრანი, ასევე მოყვება „ჭკვიანი საათი“, მაგრამ სმარტფონს წვდომა არ აქვს Google-თან, Google Map-თან და სხვა აპლიკაციებთან.

Huawei-იმ მარტის თვეში ახალი სმარტფონ P-40 Pro-ს გამოსვლაც დაანონსა. აღსანიშნავია, რომ Mate 30 Pro ერთგვარი ტესტი იქნება იმისა, თუ როგორი გაიყიდვები ექნება სმარტფონს Google-ის აპლიკაციების გარეშე.