მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei ჰონორარს გადაახდევინებს ყველას, ვინც მის დაპატენტებულ 5G ტექნოლოგიას გამოიყენებს

6050a24cc9539
თათია კაკიაშვილი
16.03.21 23:40
651

Huawei იმ სმარტფონების მწარმოებლებისგან ჰონორარის გადახდას ითხოვს, რომლებიც მის დაპატენტებულ 5G ტექნოლოგიას იყენებენ. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამ გზით ჩინური ტექნოლოგიური კომპანია შემოსავლის ახალ ნაკადს მოიზიდავს, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში კომპანიისთვის ფინანსურად მოგებიანი იქნება, მით უფრო იმ ფონზე, რომ Huawei-მ აშშ-ის სანქციების გამო დიდი დარტყმა მიიღო.

კომპანიის ადმინისტრაციის განცხადებით, ჰონორარის ოდენობა დამოკიდებული იქნება მობილური ტელეფონის გასაყიდი ფასის გონივრულ პროცენტზე, თანხის ქვედა ზღვარი კი მინიმუმ 2.5 აშშ დოლარი იქნება იმ სმარტფონებზე, რომლებსაც 5G და წინა თაობის მობილურ ქსელებთან წვდომა აქვთ. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ Huawei–ს ზოგიერთი კონკურენტის ტარიფებთან შედარებით, ეს ფასი გაცილებით დაბალია, მათ შორის ფინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia-სთან შედარებითაც.

საგულისხმოა, რომ ახლო წარსულში Huawei-მ ჰონორარის ისეთ გიგანტ კომპანიებსაც დააკისრა, როგორიცაა, მაგალითად, Apple-ი.

ანალიტიკოსების განმარტებით, აშშ-ის სანქციებით შემცირებული შემოსავლის ფონზე, Huawei-სთვის ისევე, როგორც ბევრი სხვა ჩინური კომპანიისთვის, შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძიება უმნიშვნელოვანესია, მით უფრო ახლა, როცა 5G ტექნოლოგიის მქონე მობილურ ტელეფონებზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს.