მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ი Google-თან აღარ ითანამშრომლებს

5e3bd6cc86453
ნათია თაქთაქიშვილი
06.02.20 22:00
1074
Huawei აცხადებს, რომ კომპანია Google-თან თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს. ამერიკული კორპორაციის სერვისების გამოყენებაზე საბოლოო უარის შესახებ Huawei-ს რეგიონულმა მენეჯერმა ფრედ ვანფეიმ ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამის შესახებ The verge-ი წერს.

მენეჯერის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ი კომპანიას შეზღუდვებს მოუხსნის, ის სმარტფონებისთვის სერვისების არჩევაში ალტერნატიულ მიდგომას გამოიყენებს. მისივე თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ახალი პოლიტიკური კონფლიქტების შემთხვევაში, Huawei-ს არ სურს, ვინმეზე დამოკიდებული იყოს.

შეგახსენებთ, გასული წელს Huawei-ის Google-ის სერვისებზე წვდომა შეეზღუდა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.