მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა შექმნა

60b79634a9243
ნათია თაქთაქიშვილი
02.06.21 21:55
1748
ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. საკუთარი ოპერაციული სისტემის შექმნით Huawei-ი თავიდან აიცილებს აშშ-ის ტექნოლოგიაზე დამოკიდებულებას და შეძლებს Apple-ის და Google-ის პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ოპერირებას.

Huawei-მ საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც სმარტფონებზე, ასევე სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებზე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას ასევე აქვს საკუთარი აპლიკაციების მაღაზია APP Gallery, რომელსაც უკვე ჰყავს 540 მილიონზე მეტი მომხმარებელი მსოფლიო მასშტაბით.