მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ს ახალი სმარტფონით სიახლეების დათვალიერებას 3D სკანერით, ხელის მოძრაობით შეძლებთ

5d847cb914034
ლევან თაღიაშვილი
21.09.19 18:15
1247
Huawei-მ მიუნხენში ფართო საზოგადოებას ახალი Mate 30 და Mate 30 Pro სმარტფონები და სხვადასხვა პროდუქტები წარუდგინა. ახალი მოდელები  დახვეწილი დიზაინით და ინოვაციური ფუნქციებითგამოირჩევა.

მაშინ როდესაც Apple-ის არც ერთ მოდელს არ აქვს 5G მხარდაჭერა და Samsung-ის 5G სმარტფონებზე 900 MB-ზე მცირედით მეტის გადმოწერა შეგიძლიათ 1 წამში, Huawei-მ უკვე მეორე თაობის 5G სმარტფონი შესთავაზა მომხმარებლებს და წამში თქვენ 1.5 GB სიჩქარით გადმოწერთ ნებისმიერ ფაილს.

გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი ინოვაციური სიახლე 3D სკანერია, რომელიც ე.წ Scroll-ის ფუნქციას შეხების გარეშეც შეგაძლებინებთ. კერძოდ, თქვენ ეკრანზე ხელის დადების გარეშეც შეძლებთ სიახლეების დათვალიერებას და თუ ეკრანის Screen-ის გადაღებაც მოგინდებათ, უბრალოდ ხელის შეკუმშვით შეძლებთ ამ ფუნქციით სარგებლობას.

გარდა ამისა, გაუქმებული აქვს ხმის დარეგულირების ღილაკები და Edge ეკრანი-ს მეშვეობით შეძლებთ მის შეცვლას.

Huawei კამერის გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია და ახალი თაობის 88 მეგაპიქსელიანი კამერა საშუალებას მოგცემთ გადაიღოთ 4K ვიდეოები, პროცესორი და სტაბილიზატორი კი, მოძრავი ვიდეოს მაღალ ხარისხში დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა. Ultra slow motion-ის დახმარებით თქვენი სმარტფონი წამში 7680 კადრს აღიქვამს, რაც ფაქტობრივად, ვიდეოს შენელებული ეფექტის ახალი თაობაა.

Huawei-ს პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ისინი პირად უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ამიტომ სახის ამოცნობის ფუნქციის დახმარებით ეკრანზე თქვენ შეტყობინებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოჩნდება, თუ თქვენი სმარტფონი თქვენს სახეს დააფიქსირებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარეშე თვალისთვის ის შეუმჩნეველი და დაფარული იქნება.

გასულ წელს Huawei-მ Wireless Reverse Charger-ი წარადგინა, რომელიც ერთი სმარტფონით მეორის დამუხტვის ფუნქციას ატარებს. ახალი მოდელი ამას ორჯერ უფრო სწრაფად მოახერხებს.

გაუმჯობესდა თქვენს მანქანასთან კავშირის ფუნქციაც და აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ როგორც მის დაქოქვას, ტემპერატურის შერჩევას, შუშის ჩამოწევას და ა.შ.

Mate 30-ის ფასი 799 ევრო იქნება, Mate 30 Pro-ს შეძენას 1099 ევროდ შეძლებთ, Mate 30 Pro კი, რომელიც 5G ინტერნეტით იქნება აღჭურვილი, 1199 ევრო ეღირება.