მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ს ფინანსური დირექტორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მან კანადა უკვე დატოვა

614ec4928b4ed
თამთა ჯიჯავაძე
25.09.21 10:41
894
ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ს ფინანსური დირექტორი, მენ ვანჩჟოუ, რომელიც 2018 წლიდან კანადაში პატიმრობაში იმყოფებოდა, გაათავისუფლეს. მან კანადა უკვე დატოვა.

CNN-ის ცნობით, მენ ვანჩჟოუსა და აშშ-ის პროკურატურას შორის გარიგება შედგა.

შეგახსენებთ, რომ Huawei-ს ფინანსური დირექტორი ვანკუვერში, სწორედ აშშ-ის მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დაახლოებით სამი წლის წინ დააკავეს. ვაშინგტონი მას თაღლითობაში ადანაშაულებდა და მის ექსტრადირებას ითხოვდა. აღნიშნულმა საქმემ, აშშ-ისა და ჩინეთს, ასევე კანადასა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაძაბა. 

მენ ვანჩჟოუ Huawei-ს დამფუძნებლის, ჟენ ჩჟენფეის შვილია.