მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei-ს მოგება გასულ წელს 3.2%-ით გაიზარდა

6064908d0c467
ნათია თაქთაქიშვილი
31.03.21 21:50
853
ჩინური სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Huawei-ს მოგება გასულ წელს მხოლოდ 3.2%-ით გაიზარდა. კომპანია მოკრძალებულ ზრდას კორონავირუსის პანდემიას და აშშ-ის მიერ კომპანიის ე.წ შავ სიაში შეყვანას უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის წმინდა მოგებამ 2020-ში 9.83 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019-ში Huawei-ის მოგება 5.6%-ით იყო გაზრდილი.

„გასული წელი ჩვენი კომპანიისთვის რთული აღმოჩნდა, აშშ-ის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენს საცალო გაყიდვებზე, ეს განსაკუთრებით Huawei-ს მობილურ ტელეფონებს შეეხო, თუმცა კომპანიამ შეძლო გამოწვევებთან გამკლავება“, - განაცხადა კენ ჰუმ, Huawei-ს ერთ-ერთმა თავჯდომარემ.

Huawei-ს წარმომადგენელს არ განუმარტავს რამდენად შემცირდა შემოსავლები სმარტფონების გაყიდვებიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კლება ლეპტობებზე და სმარტვოჩებზე გაზრდილმა მოთხოვნამ დააბალანსა, სადაც გასულ წელს 65%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოცემა წერს, რომ Huawei-ის 3.2%-იანი მოგება ადგილობრივ ბაზარს უკავშირდება, კომპანიის შემოსავლები ჩინეთიდან 2020-ში 2019 წელთან შედარებით 15.4%-ით გაიზარდა.