მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Huawei სმარტფონების შემცირებული გაყიდვების დაკომპენსირებას ღორის ფერმებიდან ცდილობს

602fbca68410a
ნათია თაქთაქიშვილი
19.02.21 21:30
702
ჩინური Huawei სმარტფონების შემცირებული გაყიდვების დაკომპენსირებას ღორის ფერმებიდან ცდილობს, კერძოდ კომპანია ღორის ფერმებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანია ასევე იძულებულია ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში დაეხმაროს ნახშირის მომპოვებელ ინდუსტრიას, რადგან კომპანია მუდმივად ეძებს დამატებით შემოსავლებს მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინსტრაციამ Huawei აშშ-ს ბაზარზე დაბლოკა და ასევე ჩამოაშორა 5G ტექნოლოგიების განხორციელების პროცესს.

2020 წელს, Huawei-ის სმარტფონების გაყიდვები 42%-ით შემცირდა, ასევე, კომპანიამ მობილური ტელეფონების წარმოება 60%-ით შეამცირა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში დონალდ ტრამპმა ამერიკულ ფირმებს, იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აუკრძალა, რომლებიც მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. დასავლური მედიის ცნობით, განკარგულებაში კონკრეტული კომპანია არ იყო მითითებული, თუმცა ჩინური ტექნო გიგანტი Huawei იგულისხმებოდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზანი, ქვეყნის უცხოელი მტრებისგან დაცვა იყო.