"არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი და პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი „სვანური კოშკიდან“. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ საქართველოს მოსახლეობის მხრიდანაც მოდის, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა.
ელჩის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პარტიები მიჩვეულები არიან ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის არსებითი საკითხების მოგვარებას.
„საქართველოში პოლიტიკური პარტიები, პირველ რიგში, ერთ რამეს არიან მიჩვეული, კერძოდ, ერთმანეთის წინააღმდეგ დაუნდობლად ბრძოლას. ამ ქცევას თავისი ახსნა აქვს - ეს არის საქართველოში სხვადასხვა მთავრობის ისტორიისა და ხელისუფლების ცვლილებათა ისტორიის შედეგი. ამასობაში პოლარიზაციის ხარისხი არა მხოლოდ ესთეტიკურად მიუღებელია, არამედ, ასევე, ხელს უშლის იმ არსებითი საკითხების მოგვარებას, რომლებიც პოლიტიკის წინაშე დგას. ამიტომ ევროკავშირს აქ სურს დაინახოს ძირეული ცვლილებები. არ ვიცი, იპოვის თუ არა თითოეული პოლიტიკოსი, თითოეული პარტია თავის თავში ძალასა და გამბედაობას, ქვემოთ ჩამოვიდეს საკუთარი სვანური კოშკიდან. იმედი მაქვს, ისინი მკაფიოდ გრძნობენ, რომ ამის სურვილი არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან მოდის, არამედ საქართველოს მოსახლეობიდან, რომელსაც რეალური პრობლემები აქვს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნაში უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას.
„როდესაც საქმე ეხება თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას, უმრავლესობის პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. თუმცა ოპოზიციაც ვერ გაექცევა თავის პასუხისმგებლობას. თუ მას სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან მეტად დაახლოება, მაშინ მან უნდა გადალახოს თავისი უნდობლობა და „ოცნებასთან“ შევიდეს დიალოგში გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების მოძიების მიზნით. ზოგიერთმა პარტიამ უკვე გამოხატა ეს კონსტრუქციული ნება“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო