მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hugo Boss-ი კორონავირუსის გამო შემცირებული გაყიდვების შესახებ აცხადებს

5e60e074598f3
ნათია თაქთაქიშვილი
05.03.20 21:39
874
მსოფლიოში ცნობილმა გერმანულმა მოდის სახლმა Hugo Boss-მა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება მათი პირველი კვარტლის შედეგებზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის შემცირებულ გაყიდვებს აზიასა და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Hugo Boss-ი აღნიშნავს, რომ გაყიდვების დასტაბილურებას დაახლოებით წლის შუა მონაკვეთიდან ელოდება, მაგრამ თვლის, რომ 2020 წელს მნიშვნელოვნად ნეგატიური შედეგებით დაასრულებს.

გასულ წელს აზიური ბაზრის წილი კომპანიის გაყიდვებში დაახლოებით 15%-ი იყო. 2020 წლის დასაწყისიდან ბრენდის მაღაზიების ნახევარზე მეტი ჩინეთში დახურული იყო.

კომპანია ვარაუდობს, რომ მათი შემოსავლები 320 მილიონ ევროს მიაღწევს 2020 წელს, რაც 4%-იანი შემცირებაა გასულ წელთან შედარებით. 2019 წელს Hugo Boss-ის შემოსავალმა 333 მილიონი ევრო შეადგინა.