მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Human Rights Watch-ი: საქართველოში დასაქმებულთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა

5e1ec45be986a
ნათია თაქთაქიშვილი
15.01.20 12:13
1013
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს პროფკავშირის კონფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას 36 მუშა დაიღუპა და 107 დაშავდა არასაკმარისი რეგულირების გამო.

როგორც Human Rights Watch-ი აცხადებს, მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ქვეყანაში სამუშაო საათების რეგულირება განხორციელდეს.

"სუსტი რეგულაციები და ამის შედეგად მიღებული შრომითი პრაქტიკა, რომლებიც ხშირად პრიორიტეტულია წარმოების მიზნებისათვის, საფრთხეს უქმნის მუშების უსაფრთხოებას. მაგალითად,  მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მუშები მუშაობენ 12-საათიან ცვლებში მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაშიც, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს მათ უკიდურეს გადაღლას და საბედისწერო შემთხვევებს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში მაღაროში მომუშავე 2,500 მუშა 12 დღის განმავლობაში გაიფიცა უკეთესი სამუშაო პირობების და ხელფასის ზრდის მოთხოვნით.

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათში არსებული ხარვეზების მოგვარების მიზნით (როგორიც არის ზეგანაკვეთური მუშაობა), მაგრამ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტისთვის განსახილველად ჯერ არ წარუდგენიათ.