მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

60519922ab5d4
ინგა მურუსიძე
17.03.21 10:06
768
საქართველოს ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი ეწვევა, რომელიც ზაფხულში დაგეგმილი ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ფარგლებში ჩამოვა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

„მნიშვნელოვანია, რომ მან თანხმობა მოგვცა, საქართველოში გვესტუმროს ამ ზაფხულს, როცა ასოცირების წევრი ქვეყნების ეკონომიკური მინისტერიალის ჩატარება იგეგმება. ის ფაქტი, რომ ვიცე-პრეზიდენტი პირადად აპირებს ჩვენთან სტუმრობას, ძლიერი მესიჯი იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად უჭერს მხარს საქართველოს, როგორც თავის პარტნიორს, თავის დასაყრდენს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.