მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai Motor და Apple თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას იწყებენ

5ffc4fbae7c3f
ნათია თაქთაქიშვილი
12.01.21 00:30
844
Hyundai Motor და Apple ერთობლივი თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას განიხილავენ. კომპანიები აღნიშნულ გარიგებას სავარაუდოდ მარტის თვეში გააფორმებენ, ხოლო თვითმართვადი ავტომობილების წარმოება 2024 წლიდან განიხილება. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი კორეულ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Hyundai Motor-ის აქციებზე ფასი თითქმის 20%-ით გაიზარდა.

Reuters-ი წერს, რომ Hyundai Motor და Apple თვითმართვადი ავტომობილების წარმოებას Kia Motors ჯორჯიის შტატის ქარხანაში აპირებენ, ასევე განიხილავენ ერთიანი საწარმოს მშენებლობას აშშ-ში.

კომპანიების ვარაუდით, 2024 წლისთვის 100,000 თვითმართვადი ავტომობილის წარმოება იგეგმება, ხოლო მომავალში საწარმოს სრული წარმადობა 400,000-მდე გაიზრდება.