მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსი "ოცნების" მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ბარომეტრია? - გახარიას მრჩეველი

5f9d19568353a
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 09:45
914
არის თუ არა ლარის კურსი "ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ინდიკატორი? – ამ კითხვით გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძემ გიორგი გახარიას ეკონომიკური მრჩეველს მიმართა. ბექა ლილუაშვილმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ შეეცადა აეხსნა, რატომ არაა ეროვნული ვალუტის კურსი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ბარომეტრი.

„რადგან ჩვენი მმართველი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებაზე ვსაუბრობთ, მე ასე გიპასუხებთ, ლარი რომ იყოს მსოფლიოში ვალუტა, რომელიც უფასურდება და ყველა დანარჩენი [ვალუტა] არის უცვლელი, მაშინ ეს იქნებოდა ეკონომიკური პოლიტიკის ინდიკატორი ანუ, დოლართან მიმართებით მხოლოდ ლარი რომ უფასურდებოდეს და სხვა ყველა დანარჩენი ვალუტა – ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისა და ა.შ რჩებოდეს სტაბილური, მაშინ გიპასუხებდით, რომ დიახ“, – განაცხადა ლილუაშილმა.

ლილუაშვილმა მაგალითად მიყვანა საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები, მათ შორის თურქეთის და რუსეთის, რომლებიც ასევე უფასურდებიან.

„არ ვსაუბრობ სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რადგან იქ არის ე.წ კვაზი ფიქსირებული სავალუტო სისტემა. დეკლარირებულად მათ აქვთ თავისუფალი კურსი, მაგრამ რეალურად ჩვენ რასაც ვხედავთ, მათ შორის ცენტრალური ბანკის ქმედებებს, საფინანსო ბაზარში ინტერვენციებს და ა.შ, IMF-იც აღიარებს ამას, რომ სომხეთში კვაზი ფიქსირებული კურსია“, – დასძინა გახარიას მრჩეველმა გიორგი ისაკაძის რეპლიკის - "სომეხი მეწარმე პროგნოზირებადობის თვალსაზრითით უკეთეს დღეში ხომ არაა, ვიდრე - ქართველი" - საპასუხოდ.