მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია გენერაციის ობიექტების მზაობა, ივაჭრონ ენერგეტიკულ ბირჟაზე?

617518e92297b
დავით ჯალაღონია
25.10.21 11:13
919
2022 წლიდან საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი ამუშავება იგეგმება. ამ პლატფორმაზე გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიას მომხმარებელზე გაყიდიან. ბირჟამ ფასწარმოქმნა და მონაწილე მხარეების სისტემაში მონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.

BMG დაინტერესდა, როგორია უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებელთა მზაობა, მონაწილეობა მიიღონ ბირჟის სისტემაში; ასევე, ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ნაწილიც სწორედ ელექტროენერგეტიკული ბირჟაა, ხომ არ უსწრებს წინ დარგის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმას ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები მიესალმებიან, თუმცა ქართული ენერგოსისტემა ამ გამოწვევებისთვის მზად არის თუ არა, თავადაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული.

“ეს რეფორმა არის ძალიან თანამედროვე, კერძო სექტორი და ასოციაციის წევრები ამას მივესალმებით და ეს არის ის თანამედროვე მიდგომა, რომელთანაც ჩვენ უნდა მივიდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი ენერგოსისტემა ამ გამოწვევებისთვის მზად არის თუ - არა, მეც არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული და სწორედ ამიტომ, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბირჟის ხელმძღვანელობასთან, ქალბატონ ირინა მილორავასთან საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. თითქმის ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები, სადაც განვიხილავთ, რა რისკები შეიძლება დავინახოთ, როცა ბირჟა ამოქმედდება, რადგან ბირჟის ამოქმედება ნიშნავს, რომ შეიძლება რუსეთიდან იმპორტმა დემპინგი გააკეთოს და დაიკავოს მთლიანად ბაზარი და მერე შეიძლება სათავისოდ გამოიყენოს (რუსეთმა) ეს ყველაფერი. არის ასევე სხვა ფაქტორები, მაგალითად, თბოსადგურის ფაქტორი, რომელიც სოციალურ გაზზე მუშაობს და რამდენად სამართლიანია მათი მონაწილეობა იმ სოციალური გაზის ფასით, ამ ბირჟაზე ფასწარმოქმნაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს და ა.შ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რამდენად მზად არის ჩვენი სისტემა, რომ თანამედროვე მიდგომები შემოვიღოთ ქვეყანაში, რომ ამას სწორედ გავუმკლავდეთ და საბოლოო ჯამში, არ მივიღოთ რაღაც დამახინჯებული სურათი.

მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს უნდა ამუშავდეს, რადგან ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომ ფასწარმოქმნა არის გამჭვირვალე, დამოუკიდებელი. ამ ბირჟამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ სამართლიანი ფასი ჩამოყალიბდეს ბაზარზე, მაგრამ დასავლური გამოცდილება რას გვეუბნება, რომ ყველა იმ ქვეყანაში, დასავლეთის ქვეყნებზე მაქვს საუბარი, სადაც ბაზარი გაიხსნა, ყველგან მრავალი წელი არსებობდა ხელშეწყობის ინსტრუმენტები ბიზნესისთვის, როგორიც არის ე.წ PPA ან Feed-in ტარიფები და ეს იმისათვის, რომ ბიზნესი შეჩვეოდა ამ გახსნილ თავისუფალ ბაზარს”, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული სტატისტიკა უნდა შეიქმნას, ნდობა გაუჩნდეს ბიზნესს, რომ ბირჟის სისტემა მართლაც სამართლიანია და არ ხდება მანიპულირება ფასწარმოქმნაში.

“ამის შემდეგ ნამდვილად შესაძლებელი იქნება, რომ დასავლური ინვესტიციები შემოვიდეს ქვეყანაში, თუმცა ამისთვის კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და ეს, დაახლოებით, 5-7 წლის ჭრილში წარმომიდგენია, მოხდეს”, – აღნიშნა მან.