მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I აუქციონის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, CFD საკმაოდ მიმზიდველი მექანიზმია - მინისტრი

645c9016a4cd2
თინათინ ნატმელაძე
11.05.23 11:05
621

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ CFD მექანიზმი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად ჩამოყალიბდა, მაქსიმალურად აზღვევს როგორც ფისკალურ რისკებს, ასევე შესაძლებლობას იძლევა, წახალისდეს ენერგო სექტორი და ენერგიის გენერაცია საქართველოში.

"CFD მექანიზმთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან ფართო კონსულტაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საერთაშორისო სავალუტო ფონდს.

პირველი აუქციონიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია ვთქვათ, რომ საკმაოდ მოქნილი და საკმაოდ მიმზიდველი მექანიზმია კერძო სექტორისთვის, იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ მაღალი იყო მოთხოვნა, ვიდრე ეს შეთავაზება იყო განხორციელებული ჩვენი მხრიდან მოცულობების ნაწილში, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით აქტივობა კიდევ უფრო გაიზრდება კერძო სექტორის მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ CFD მექანიზმი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს. ასევე, ახალი მექანიზმის შედეგად, საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.