მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში საცალო ვაჭრობაში გაყიდვების ზრდას 6,5%-დან 8,2%-მდე ელიან

603755ca724aa
თათია კაკიაშვილი
25.02.21 20:50
659

2021 წელს აშშ-ში საცალო ვაჭრობის შემოსავალი 6,5%-დან 8,2%-მდე გაიზრდება და, სავარაუდოდ, 4,33 ტრილიონ დოლარზე მეტს მიაღწევს. ასეთია აშშ-ის პროგნოზი, რომლის საფუძველიც ქვეყანაში ეკონომიკის გახსნა და ხალხის ვაქცინაციაა. ინფორმაციას CNBC საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის განცადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასულ წელს საცალო ვაჭრობის შემოსავალი 6,7%-ით გაიზარდა და 4,06 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მიუხედავად იმ ეკონომიკური გამოწვევებისა, რაც პანდემიამ გამოიწვია. შემოსავლის მნიშვნელოვანი წილი - 22% ონლაინ გაყოდვებზე მოდის. საგულისხმოა, რომ აშშ-შიც ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში, წლის განმავლობაში უფრო მეტმა ამერიკელმა მიმართა ვებ-გვერდებს და აპლიკაციებს სურსათის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

წელს ამერიკელი ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ ელექტრონული კომერციის გაყიდვები 18%-დან 23%-მდე გაიზრდება და გაყიდვების შემოსავალი $1,14 ტრილიონიდან $1,19 ტრილიონამდე შეადგენს. ამასთან, ეკონომისტები ელიან, რომ მიმდინარე წელს ამერიკელები კომფორტულად მოგზაურობასაც შეძლებენ და სოციალურ შეკრებებსაც დაესწრებიან, შესაბამისად, მეტი თანხა დაიხარჯება მომსახურებისთვის, რაც ჩვეულებრივ სამომხმარებლო ხარჯების 70%-ს შეადგენს.