მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფიცირების 2 039 და გამოჯანმრთელების 2 192 ახალი შემთხვევა - 17 სექტემბერი

61443125244f2
ინგა მურუსიძე
17.09.21 10:52
631
გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით ინფიცირების 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 192 პაციენტი.

სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსმა კიდევ 56 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 8 446-მდე გაიზარდა.

17 სექტემბრის სრული სტატისტიკა კი ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 591 766 , ბოლო 24 საათში - 2 039
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 556 810 , ბოლო 24 საათში - 2 192
მათ შორის გარდაცვლილი - 8 446 , ბოლო 24 საათში - 56
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 31 532, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 378, PCR ტესტით - 13 154
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,47%, ბოლო 14 დღის - 7,31%, ბოლო 7 დღის - 7,2%
სულ ჩატარდა - 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია - 19 148
კარანტინის რეჟიმში - 52
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 626
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 276.