2020 წლის იანვარ-მარტში მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოში 1 655.2 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა. როგორც bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, პირველ კვარტალში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 4.4%-ით შემცირდა და 4.8 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წლის იანვარ-მარტი - 5.0 მლნ დოლარი).
TOP-10 იმპორტიორი ქვეყანაა:
1. თურქეთი - 1.3 მლნ დოლარი, 563.4 ტონა;
2. აშშ - 754.5 ათასი დოლარი, 101.0 ტონა;
3. გერმანია - 593.4 ათასი დოლარი, 127.5 ტონა;
4. ბელგია - 470.2 ათასი დოლარი, 180.8 ტონა;
5. გაერთიანებული სამეფო - 456.5 ათასი დოლარი, 186.0 ტონა;
6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 194.7 ათასი დოლარი, 71.8 ტონა;
7. იტალია - 139.9 ათასი დოლარი, 54.8 ტონა;
8. ბულგარეთი - 128.5 ათასი დოლარი, 45.5 ტონა;
9. ესპანეთი - 109.9 ათასი დოლარი, 36.0 ტონა;
10. ნიდერლანდები - 106.1 ათასი დოლარი, 33.1 ტონა.
დანარჩენი ქვეყნებიდან ჯამში 520.8 ათასი დოლარი 255.4 ტონა მეორადი ტანსაცმლის იმპორტი განხორციელდა.
2020 წლის პირველ სამ თვეში TOP იმპორტიორი კომპანიები იყვნენ: შპს ზმანი პლიუსი; შპს მარინა; შპს გამსა; შპს "ეკო"; შპს არჩგრუპი; შპს შამტექს 2; შპს ეჩ.ენ; შპს ბელგიუმ ტექსტილი; შპს ლონდონი 5; შპს ბორა.
რაც შეეხება ექსპორტს, პირველ კვარტალში საქართველოდან მეორადი ტანსაცმლის ექსპორტი მხოლოდ ორ ქვეყანაში თურქეთსა (32.8 ათასი დოლარი) და მოლდოვაში (0.1 ათასი დოლარი) განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 99.8%-ით ნაკლებია (2019 წელი პირველი კვარტალი - 131.2 ათასი დოლარი)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი