მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში 400 ათას ტონამდე ტვირთს მოვემსახურებით - მამუკა მურჯიკნელი

63d13c2051036
ლიკა გურაბანიძე
25.01.23 18:40
2170
2023 წლის პირველ კვარტალში დიდი მოლოდინები გვაქვს, სწორედ ამ პერიოდში, 300 ათასიდან 400 ათას ტონამდე ტვირთის მომსახურებას ვვარაუდობთ, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა, - ამის შესახებ BM.GE-ს ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა განუცხადა. მისივე თქმით, დადებით მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი უქმნის.

“ჩვენი კომპანია შუა აზიაში წარმოებულ ტვირთს ემსახურება. შუა აზია მზარდი რეგიონია, სადაც ბევრი ფაბრიკა-ქარხნები იხსნება, იქ წარმოებული ტვირთი სხვადასხვა ბაზრებზე გადის. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყნის მიმართ დაინტერესება გაიზრდება. კომპანიის მიზანი ქვეყნის პოტენციალის გაზრდაა”, - განმარტა მურჯიკნელმა.

ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალი, მინერალური სასუქების, კერძოდ, მინერალური სასუქის, კარბამიდის (შარდოვანას) მიღებას, შენახვასა და გაგზავნას უზრუნველყოფს. ის შუა აზიის ქვეყნებიდან წამოსულ ტვირთს საქართველოს გავლით დასავლურ ბაზართან აკავშირებს. პროექტი Forbes-ის უმსხვილესი კერძო ამერიკული კომპანიების 250-ეულში შემავალი Trammo-სა და კომპანია ADIA-ს პარტნიორობით, $25 მილიონის ინვესტიციით განხორციელდა. ტერმინალმა ოპერირება 2021 წლის აგვისტოში დაიწყო.

კოპანიას წლის განმავლობაში 1.5 მლნ-დან 2 მლნ ტონამდე ნაყარი ტვირთის მიღება შეუძლია.