21.აპრილი .2021 19:20

I კვარტალში დღგ-ით ბიუჯეტმა 976 მლნ ლარი მიიღო, რაც გეგმის 98%-ია

I კვარტალში დღგ-ით ბიუჯეტმა 976 მლნ ლარი მიიღო, რაც გეგმის 98%-ია
views 1121
უკან

გამოქვეყნდა 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა იანვარ-მარტის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადიდან 976.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98% იყო.

დღგ-ის მსგავსად, მაღალია მოგების, საშემოსავლო და აქციზის გადასახადების შესრულების მაჩვენებელიც. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98%-ია. მოგების გადასახადის მოცულობამ კი 430 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 94.5% იყო. აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 306.7 მილიონი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის გეგმის 137%-ია.

მთლიანობაში ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.

2021 წლის ბიუჯეტი 4.3%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი, შესაბამისად, ამ საპროგნოზო მაჩვენებელს ეფუძნება მიმდინარე წლის საგადასახადო გეგმაც. თუკი გადასახადების შესრულების მიმდინარე მაჩვენებელს 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გასული წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა გადასახადებიდან, ჯამში, 120 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე წელს. ცალკეული გადასახადების მიმართულებით ყველაზე დიდი სხვაობა საშემოსავლო გადასახადშია, საიდანაც 2020 წლის პირველ კვარტალში 911 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა. 2021 წლის პირველ კვარტალში კი ამ გადასახადის შესრულება 14.5%-ით არის შემცირებული, ეს კი თავის მხრივ, ქვეყანაში გაზრდილ უმუშევრობას და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. ამ ფაქტორების გამო, 2021 წლის ბიუჯეტით საშემოსავლო გადასახადის უფრო დაბალი საპროგნოზო გეგმა განისაზღვრა ვიდრე გასულ წელს იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა