მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ექსპლუატაციაში შესული შენობების ფართობი 33%-ით შემცირდა

5eaa997c816b9
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.20 13:30
1091
2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ექსპლუატაციაში შესული უძრავი ქონების ჯამური მოცულობა 32.8%-ით შემცირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

სულ წლის პირველი კვარტლის განმავლობაში 484 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, რაც რაოდენობრივად 21.8%-ით ნაკლებია, ამ ობიექტების ჯამური ფართობი კი, 419,700 კვადრატული მეტრია, რაც წინა წელთან შედარებით 32.8%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ექსპლუატაციაში მიღებული ერთი ობიექტის საშუალო ფართობი 867 კვადრატული მეტრია.

რომელ რეგიონებში შენდება ყველაზე მეტი?

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით აშენებული პროექტების ფართობს, მისი 29% თბილისშია თავმოყრილი, მეორე ადგილზეა კახეთი 12.6%-ით.

○ თბილისი - 29.5%
○ კახეთი - 12.6%
○ იმერეთი - 12.2%
○ ქვემო ქართლი - 11.8%
○ სამეგრელო ზემო სვანეთი - 10.1%
○ მცხეთა-მთიანეთი - 7.8%
○ შიდა ქართლი - 5.4%
○ სამცხე-ჯავახეთი - 5.4%
○ გურია - 2.3%
○ აჭარა - 2.1%




რაც შეეხება გაცემული ნებართვების ფართობს, 2020 წლის პირველ კვარტალში მუნიციპალიტეტების მიერ 2285 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვებით პროექტები მართლაც განხორციელდება, მაშინ ქვეყანაში დამატებით 1,537,800 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიქმნება.