საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ხორბლისა და ფქვილის ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ანალიზია წარმოდგენილი.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში იმპორტირებული 31.7 ათასი ტონა ფქვილიდან 99.1% რუსეთიდან შემოვიდა.
„2021 წლიდან შეინიშნება ხორბლის იმპორტის ფქვილით ჩანაცვლების ტენდენცია. ჩანაცვლების მთავარ მიზეზად, შესაძლოა, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადი ჩაითვალოს, რაც არ ვრცელდება ფქვილზე.
როგორც წისქვილკომიბანტები აცხადებენ, იმპორტიორებისთვის პრობლემას წარმოადგენს არაპროგნოზირებადი სუბსიდირება ხორბლის იმპორტზე, რაც წისქვილების მუშაობას არარენტაბელურს ხდის და ფქვილის იმპორტს ამჯობინებენ, თუმცა იმპორტირებული ფქვილი, რომლის ტრანსპორტირებაც სატვირთო მანქანებით ხდება, დაბალი ხარისხით გამოირჩევა. დაბალი ხარისხის გარდა, ფქვილი ხორბალთან შედარებით მალფუჭებადი პროდუქტია, რაც სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
აღსანიშნია ისიც, რომ 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 92.1%-იც რუსულ ხორბალზე მოდიოდა, რაც ერთ ბაზარზე მაღალ დამოკიდებულებას ნიშნავს.
„ხორბლის იმპორტი 2013 წლამდე შედარებით დივერსიფიცირებული იყო, როდესაც ხორბლის დიდი წილი ყაზახეთიდან და უკრაინიდან შემოდიოდა. 2013 წლიდან ლარის გაუფასურების ფონზე ხორბლის ტრანსპორტირებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ყაზახური ხორბალი არაკონკურენტუნარიანი გახადა. დამატებით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური აღმავლობის შედეგად ყაზახურ ხორბალზე კონკურენციის გაწევა სხვა იმპორტიორი ქვეყნებისთვის საგრძნობლად გართულდა“, - აღნიშნული კვლევის შედეგებში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი