მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში კრიპტოაქტივებით ვაჭრობის მოცულობა $2.8 ტრილიონამდე გაიზარდა

644f73a2b3f7d
გიორგი თოლორდავა
01.05.23 12:21
516
კრიპტობირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენციის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილია კრიპტოაქტივებით ვაჭრობის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სპოტ ტრეიდინგის საერთო მოცულობამ 2 ტრილიონ 800 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღნიშნული სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები და ტრეიდერები ბიტკოინს, ეთერიუმსა და სხვა კრიპტოაქტივებს გაცილებით უფრო ხშირად ყიდიან და ყიდულობენ, ვიდრე ეს წინა თვეებში იყო.

წლის დასაწყისიდან დღემდე ბიტკოინის ფასი 75%-ითაა გაზრდილი; ეთერიუმის ღირებულებამ კი 54%-ით მოიმატა, რაც ინდუსტრიის მიმართ ინტერესის გაღვივებაზე მიუთითებს.

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 28,700 დოლარს შეადგენს, კაპიტალიზაცია კი 554 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, რაც ერთ კვირაში 4.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება ეთერიუმს, მისი ფასი 1,850 დოლარია, კაპიტალიზაცია კი $223 მილიარდის ფარგლებში მერყეობს.