სამედიცინო დაზღვევაზე ფასი, როგორც კერძო სექტორი ამბობს, საშუალოდ ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა.
კერძოდ, როგორც "იმედი L"-ის გენერალური დირექტორი, გივი გიორგაძე, "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს, პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო მომსახურების ღირებულება 13%-ით გაიზარდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო.
მისი თქმით, გაძვირდა სამედიცინო მომსახურებაც, რაც სამედიცინო დაზღვევაზეც აისახა, თუმცა გიორგაძის განმარტებით, ფასები სამედიცინო დაზღვევაზე იმ დოზით არ გაზრდილა, რა დოზითაც ეს უშუალოდ სამედიცინო სექტორში მოხდა.
“პირველ კვარტალში სამედიცინო დაზრვევის პროდუქტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 13%-ით გაძვირდა. თუმცა ამავდროულად ამ წლის მარტი რომ შევადაროთ გასული წლის მარტს ძირითად სამედიცინო პროდუქტების ინფლაცია ოფიციალური სტატისტიკით 15%-ია. სადაზღვევო პოლისის უდიდეს ნაწილს სამედიცინო სერვისების ფასი და ღირებულება წარმოადგენს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ თუ დასაფინანსებელი პროდუქტები და სერვისები გაძვირდა, ალოგიკური იქნება რომ არ გაძვირდეს თვითონ სადაზღვევო პროდუქტი", - აცხადებს სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი