მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველომ $2.7 მილიარდის საქონელი იყიდა - TOP-10

625eb092b9f23
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 16:55
2034
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მსოფლიოსგან 2.7 მილიარდის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით $700 მილიონით ანუ 35.7%-ით მეტია.

როგორც საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, იმპორტის მატებაზე გავლენა მოახდინა ენერგომატარებლების ფასის ზრდამ. საწვავის იმპორრტი 72%-ით გაიზარდა და $245 მილიონს მიაღწია, სწორედ ამიტომ ნავთობპროდუქტები იმპორტში პირველ ადგილს იკავებს. 42%-ითაა გაზრდილი ბუნებრივი აირის იმპორტი და ის $184 მილიონ დოლარს აღწევს. ასევე 50%-ზე მეტად გაიზარდა სპილენძის მადნების იმპორტი, რითიც ამ საქონელმა იმპორტში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა თავად პროდუქცია რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $245 მილიონი, 288 ათასი ტონა, მატება წინა წელთან 72%
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $222 მილიონი, 85 ათასი ტონა, მატება წინა წელთან 53%
3. მსუბუქი ავტომობილები - $211 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
4. ბუნებრივი აირი - $184 მილიონი, მატება წინა წელთან 42%
5. მედიკამენტები - $85 მილიონი, მატება წინა წელთან 20%
6. მობილური ტელეფონები - $64 მილიონი, მატება წინა წელთან 61%
7. კომპიუტერები და სასერვერო ბლოკები - $42 მილიონი, მატება წინა წელთან 134%
8. ელექტროენერგია - $30 მილიონი, კლება წინა წელთან -6%
9. არმატურა - $23 მილიონი, მატება წინა წელთან 105%
10. პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - $21 მილიონი, მატება წინა წელთან 404%
დანარჩენი საქონელი სულ - $1,566 მილიონი, მატება წინა წელთან 31%.

იმპორტის მხრივ #1 ადგილზეა თურქეთი, საიდანაც საქართველომ 463 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინა, მეორე პოზიციას იკავებს რუსეთი, საიდანაც 273 მილიონის პროდუქცია დაიკავა, მესამე ადგილზეა ჩინეთი 242 მილიონის იმპორტით.