მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $12 მლნ მიიღო - TOP-10 საექსპორტო ქვეყანა

5eb153c4ec1bd
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.20 16:02
2024
2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში 11.6 მლნ დოლარის ღირებულების 1 843.1 ტონა თხილის ექპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს 15.1%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, განსხვავებულია ნაჭუჭგაუცლელი და ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მონაცემები. თუ ნაჭუჭგაუცლელი თხილი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 5 ქვეყანაში გავიდა, ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტი 14-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა.

ნაჭუჭგაუცლელი თხილის ექპორტით მიღებულმა შემოსავალმა აღნიშნულ პერიოდში 410.2 ათასი დოლარი შეადგინა; საექსპორტო ქვეყნებია:

1. იტალია - 233.2 ათასი აშშ დოლარი, 72.0 ტონა;
2. ჩინეთი - 75.4 ათასი დოლარი, 25.0 ტონა;
3. ისრაელი - 47.1 ათასი დოლარი, 14.0 ტონა;
4. ტუნისი - 38.4 ათასი დოლარი, 12.0 ტონა;
5. ბელარუსი - 16.1 ათასი დოლარი, 7 ტონა.

რაც შეეხება ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტს, იანვარ-მარტში, ჯამში, 11.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 712.1 ტონა გასუფთავებული თხილის საექსპორტო TOP-10 ბაზარია: 

1. გერმანია - 3.2 მლნ დოლარი, 462.6 ტონა;
2. იტალია - 3.0 მლნ დოლარი, 471.0 ტონა;
3. ბელარუსი - 855.1 ათასი დოლარი, 165.0 ტონა;
4. პოლონეთი - 721.8 ათასი დოლარი, 110.0 ტონა;
5. ჩეხეთი - 695.5 ათასი დოლარი, 108.8 ტონა;
6. ესპანეთი - 499.6 ათასი დოლარი, 69.5 ტონა;
7. ლიეტუვა - 469.2 ათასი დოლარი, 65.5 ტონა;
8. საფრანგეთი - 337.9 ათასი დოლარი, 48.0 ტონა;
9. რუსეთი - 293.6 ათასი დოლარი, 42.0 ტონა;
10. უკრაინა - 224.5 ათასი დოლარი, 55.0 ტონა.

ამ პერიოდში როგორც ნაჭუჭგაუცლელი, ასევე, ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტს კომპანიებთან ერთად ინდმეწარმეებიც ახორციელებდნენ: შპს ჯორჯიან პროდაქტს რენესანს; შპს NUTSGE; შპს ჯეო-უეს ვორლდ ექსპორტ; შპს კოკი 2014; შპს ქაპ ჯორჯია; შპს "ჯეონათსი-XXI"; შპს ევრონათი; შპს "აგროექსპორტ ჯორჯია"; შპს S.R.T; შპს ჯტჯ პლას; შპს აგროგრუპი; შპს გლობალ ექსპორტი; შპს ტურალ გრუპ.