20.აპრილი .2021 13:26

I კვარტალში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $25 მილიონი მიიღო, ზრდა 113%-ია

I კვარტალში საქართველომ თხილის ექსპორტიდან $25 მილიონი მიიღო, ზრდა 113%-ია
views 378
უკან

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა და 820.6 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ექსპორტირებულ უმსხვილეს საქონელს შორის მერვე ადგილს თხილი და სხვა კაკალი იკავებს. ამ პროდუქტის ექსპორტის ზრდა მიმდინარე წლის დასაწყისში სხვა საქონელთან შედარებით ყველაზე მოცულობითი იყო და საქართველომ თხილის რეალიზაციით იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112.8%-ით მეტი შემოსავალი მიიღო.

ამ პერიოდში მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 24.572 მლნ დოლარის ღირებულების 4 411.9 ტონა თხილი გავიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა 21-დან 29-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც იანვარ-მარტში თხილი ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა - საექსპორტო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. გერმანია - 5.5 მლნ დოლარი, 890.4 ტონა;
2. იტალია - 3.1 მლნ დოლარი, 493 ტონა;
3. რუსეთი - 2.2 მლნ დოლარი, 423.9 ტონა;
4. ლიეტუვა - 1.5 მლნ დოლარი, 238 ტონა;
5. სომხეთი - 1.4 მლნ დოლარი, 319.1 ტონა;
6. საფრანგეთი - 1.3 მლნ დოლარი, 206 დოლარი;
7. ბელარუსი - 1.2 მლნ დოლარი, 226.6 ტონა;
8. ჩეხეთი - 1.2 მლნ დოლარი, 206.8 ტონა;
9. საუდის არაბეთი - 1.0 მლნ დოლარი, 149 ტონა;
10. ესპანეთი - 888.8 ათასი დოლარი, 140 ტონა.

საქართველოდან თხილი ასევე უკრაინაში, ყირგიზეთში, შვეიცარიაში, ბულგარეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოლონეთში, კანადაში, ყაზახეთში, ლატვიაში, სლოვაკეთი, აზერბაიჯანში, უზბეკეთში და მცირე მოცულობით - თურქეთში, ხორვატიაში, ისრაელში, ავსტრალიაში, დანიაში, სინგაპურსა და ჰონგ-კონგში გავიდა ექსპორტზე.