მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ვიზიტებში 332.8 მლნ ლარი დახარჯეს

5ecb6f52cde11
თელარა გელანტია
25.05.20 11:08
1453
საქსტატმა 2020 წლის I კვარტალში გამყვანის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების (ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის თანახმად, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით) 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

გასვლების უდიდესი ნაწილი - 44.3% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების (ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი მოგზაური) მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული.

ამასთან, საქსტატის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 332.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.4%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2019 წლის I კვარტალთან შედარებით 0.7%-ით შემცირდა და 735.6 ლარი შეადგინა.