მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოში 2019 წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები-12,474 ადამიანი გარდაიცვალა

5ec0f7ff1fb71
თელარა გელანტია
17.05.20 12:37
1164
საქართველოში 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში გარდაცვლილ პირთა საერთო რაოდენობამ 12,474 შეადგინა, რაც 2019 წლის იმავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (13,011) 4%-ით ნაკლებია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს იგივე მაჩვენებელი, წინა წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, 5%-ით მეტი იყო (2018 წელს გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა - 12,335).

ამასთან, NCDC აცხადებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებამ ქვეყნების ჯანმრთელობის დაცვის სისტემები ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მწირი ინფორმაცია არსებობს აღნიშნულ ვირუსთან დაკავშირებით და გავრცელების ზუსტი მასშტაბების დადგენაც საკმაოდ რთულია, მრავალ ქვეყანაში, გარდა COVID19-ით დაავადებულთა რაოდენობისა, ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორად ნამატი სიკვდილიანობის მაჩვენებელს განიხილავენ, რათა შეფასდეს, მოახდინა თუ არა რაიმე გავლენა აღნიშნული დაავადების სწრაფმა გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა გარდაცვალების შემთხვევებმა ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის თვალსაზრისით.

მომატებული სიკვიდლიანობა (excess mortality) განისაზღვრება, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზოგად პოპულაციაში, რომელიც აღემატება მოსალოდნელ სიკვილიანობის მაჩვენებელს, გამოწვეულს კონკრეტული დაავადებით. მომატებული სიკვდილიანობა, ამ ეტაპისთვის (28.04.2020) აღინიშნება ბელგიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში და ნიდერლანდებში“, - აცხადებენ NCDC-ში.

ცნობისთვის: ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დაფიქსირებული; ვირუსი უკვე დაამარცხა 425-მა პაციენტმა; ჯამში, covid-19-მა 12 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.