11.ივნისი .2022 21:10

I კვარტალში შემოსული FDI-ს 41.6% ენერგეტიკაზე მოდის - TOP-5 ინვესტორი

I კვარტალში შემოსული FDI-ს 41.6% ენერგეტიკაზე მოდის - TOP-5 ინვესტორი
views 1202
უკან

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ $568 მილიონი დოლარი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

აღსანიშნია, რომ $568 მილიონი დოლარის FDI-ში $236.4 მლნ ანუ 41.6% ენერგეტიკის სექტორზე მოდის, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ერთი მსხვილი ტრანზაქციის დამსახურებაა.

საქმე ის არის, რომ ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი დოლარი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლის მიზეზი კი, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვა იყო. აღნიშნული BMG-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი TOP-ინვესტორი კომპანიების შესახებ რეიტინგიდანაც დასტურდება, სადაც სიაში გვხვდება შპს „აკვალია საქართველო“.

ამასთან, კომპანია „აკვალია საქართველო“ მოხვდა იმ TOP-5 კომპანიაში, სადაც ენერგეტიკის სექტორში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა 2022 წლის I კვარტალში.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით:

სს ენერგო - პრო ჯორჯია;
სს საქორგგაზი;
შპს აკვალია საქართველო;
შპს აჭარ ენერჯი-2007;
შპს თბილისი ენერჯი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა