მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში შიდა ვიზიტორების ყოველთვიური რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

62a84282ba3cc
მარიამ ვარადაშვილი
14.06.22 12:25
536
I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივმა ვიზტორმა თვეში საშუალოდ, დაახლოებით, 1.3 მლნ ვიზიტი განახორციელეს. ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობამ პირველ კვარტალში, დაახლოებით, 1.2 მლნ შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო ყოველთვიური რაოდენობა წლიურად 13.3%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ცნობითვე, I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 626.7 ათასი იყო, რაც 13.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდზე.

ვიზიტორების 38% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4%-ს შეადგენდა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 331.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 211.7 ათასი ვიზიტი თვეში). ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 210 მილიონი ლარი იყო. ეს მაჩვენებელი 14%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდზე.

ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 2%-ით გაზრდილია და 152.2 ლარს შეადგენს.