მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 89%-ით აღდგა

6437e84936b49
მარიამ ვარადაშვილი
13.04.23 15:45
468
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 050 864 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 33%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებული მგზავრთნაკადი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას 3%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 713 660 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ს შეადგენს. თბილისის აეროპორტი 89%-ით დაუბრუნდა 2019 წლის შესაბამის პერიოდში არსებულ მაჩვენებელს. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 253 073 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 108%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-მარტში მიღებული მგზავრთა მაჩვენებელი 61%-ით აღემატება 2019 წლის პირველ სამ თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 77 077 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 13%-ია, ხოლო 2019 წლის იანვარ-მარტთან მიმართებით - 49%.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ჯამში 4 839 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 3 802, ხოლო ჩარტერების - 1 037 იყო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის I კვარტალთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელი 93%-ს შეადგენს.