მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ტურიზმი 69%-ით აღდგა - დავითაშვილი

628234763b4eb
მარიამ ვარადაშვილი
16.05.22 16:31
550
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით ტურიზმი 2019 წელთან შედარებით 69%-ით აღდგა. ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2019 წელს ტურიზმიდან 3.2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

“2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-იანი მაჩვენებლით ტურიზმი აღდგენილია, ეს არის იანვარი-აპრილის მონაცემები. დაახლოებით 582 მლნ დოლარი შემოსავალი უკვე მიღებული გვაქვს. ვიზიტორთა 52%-იანი აღდგენა გვაქვს. ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი. კერძოდ, გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება შესაბამისად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ის ეკონომიკური ზრდა, რაც დაგეგმილი გვქონდა, წლის ბოლომდე შევასრულოთ. მათ შორის ტურიზმის კუთხით”,-განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ასევე ისაუბრა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზეც და თქვა, რომ მაისში საქართველოს აეროპორტებიდან სხვადასხვა მიმართულებით 400-მდე რეისი იგეგმება.

“კიდევ მიმდინარეობს ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებაზე”,-აცხადებს დავითაშვილი.