მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე $100-მილიონიანი პროექტის განხორციელება იგეგმება

624ec26e759c1
სალომე ჭიპაშვილი
08.04.22 00:00
5787
საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფი“ „ორბი ჯგუფთან“ ერთად მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. ეს იქნება მულტიფუნქციურ ცენტრი, რომელიც უახლოეს სამ წელიწადში დასრულდება. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ „ბლოკ ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა, თორნიკე ჯანაშვილმა განაცხადა.

„კომპლექსი 120 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, რომელშიც განთავსდება საერთაშორისო დონის სასტუმრო, შეიძლება ეს იყოს „რედისონი“, თუმცა ჯერ მოლაპარაკებების პროცესში ვართ, ასევე აქ იქნება სავაჭრო ცენტრი, აპარტამენტები, საოფისე სივრცეები.“- განაცხადა ჯანაშვილმა.

მულტიფუნქციური ცენტრი თბილისში ყაზბეგის გამზირზე განთავსდება და მასში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

“ბლოკ ჯგუფის” ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სფეროს მიმართულებით უახლოეს 3-4 წელიწადში 2 000-მდე ადამიანს დაასაქმებს.