მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაზისბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა

62cfd17f469b7
BM.GE
14.07.22 12:28
595
ბაზისბანკსა და შვეიცარიულ ფონდ BPN საქართველოს შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც ბანკის კლიენტებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილოება მიეღოთ მეწარმეოების განვითარების პროგრამაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ქოუჩინგისა და ტრეინინგების მიმართულებით ცოდნის ამაღლებაში.

„მიკრო და მცირე საწარმოების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, BPN საქართველო უზრუნველყოფს ყველა მონაწილის კომპლექსურ მხარდაჭერას, მათი ბიზნესისა და ფინანსური გეგმების მომზადებას, რაც ასახავს მათ დაგეგმილ განვითარებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩაუტარებს საკონსულტაციო და ქოუჩინგ სესიებს, მათი ბიზნეს გეგმების განხორციელების და სემინარებში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ადგილებზე მოინახულებს ყველა ბენეფიციარს, რათა დაინახოს მათი განვითარების სრული სურათი. ბაზისბანკი კი, პროგრამაში ჩართული მეწარმეებისთვის, უზრუნველყოფს საჭირო საკრედიტო პროდუქტების მიწოდებას.

მემორანდუმის ფარგლებში სვანეთში, კერძოდ მესტიაში, შეხვედრა გაიმართა ტურიზმის სექტორში მოღვაწე მეწარმეებთან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ სხვადასხვა პროგრამებს და შვეიცარიის მაგალითზე დაყრდნობით გაეანალიზებინათ რა ფაქტორები შეიძლება გადაიქცეს სასტუმრო ბიზნესის წარმატების გარანტად. შეხვედრაზე გაანალიზებულ იქნა მესტიის რეგიონის ტურისტული პოტენციალი და განვითარების შესაძლებლობა, სექტორში არსებული გამოწვევები.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზისბანკისა და BPN საქართველოს ერთობლივი ინიციატივა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ადგილობრივი ბიზნესის წინსვლასა და ძლიერი მეწარმეობის შექმნაში. მხარს დაუჭერს ზრდის პოტენციალისა და სურვილის მქონე მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - განაცხადა ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების განყოფილების უფროსმა ნიკოლოზ ნოზაძემ.
(NS)