მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის რისკი დიდია - "თბილღვინო"

5e4bd591431f6
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.20 18:00
2267
არის რისკი, რომ ქართული მეღვინეობა გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმებელი ქვეყნის რეპუტაციაში, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ღვინის სექტორის მიმოხილვის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს კომპანია „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, ქართული ღვინის ცნობადობა წლიდან წლამდე იცვლება, შესაბამისად გამოწვევებიც და რისკებიც იზრდება.

„ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ღვინის მაღალი ხარისხის შენარჩუნება და არის რისკი, რომ ქართული მეღვინეობა გადავიდეს იაფფასიანი ღვინის მწარმებელი ქვეყნის რეპუტაციაში, რისი საშიშროებაც რეალურად არის, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მოცულობები უფრო დაბალფასიან სეგმენტში არის ექსპორტირებული.


ის ჩვენი ისტორიული სინამდვილე, რომ ვართ ღვინის სამშობლო და ის ჩვენი ვაზის ჯიშები და დღევანდელი მაღალხარიხსხოვანი მეღვინეობა, ის, რომ მთელი რიგი კომპანიები ორიენტირებულები არიან ხარისხიან მეღვინეობაზე, ეს არის ქართული ღვინის მომავალი და შესაბამისად ეს გამოწვევა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის უზარმაზარი ციფრები, რომელიც კიდევ უფრო იზრდება“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.