15.ოქტომბერი.2018 09:30
საზოგადოება

იაგოს ბიოღვინო ,,ჩარდახი“ ახალ ზელანდიაში გავა ექსპორტზე

იაგოს ბიოღვინო ,,ჩარდახი“ ახალ ზელანდიაში გავა ექსპორტზე
იაგო ბიტარიშვილის ბიოღვინო ,,ჩარდახი“ ახალი ზელანდიის ბაზარზე გაიყიდება, ღვინის პირველი პარტია ამ ქვეყანაში ნოემბერში გადაიტვირთება, ამის შესახებ Bm.ge-ს თავად მეღვინემ განუცხადა. იაგო ღვინოს 2003 წლიდან სოფელ ,,ჩარდახში“ მამა-პაპისეულ მარანში ამზადებს და უკვე 11 საექსპორტო ბაზარზე გააქვს, მათ შორის იტალიაში, ინგლისში, ამერიკაში, იაპონიაში და სხვა. ბიოლოგიურად სუფთა ყურძენი საკუთარ ვენახში მოჰყავს, რომელიც ამავე სოფელში 2 ჰექტარ ტერიტორიაზე აქვს გაშენებული. ვენახს ბიო წესით, შხამქიმიკატების გამოყენების გარეშე უვლიან.

,, ჩვენი კონცეფცია ნატურალური, ორგანული ღვინის წარმოებაა, ამიტომ წელიწადში შეზღუდულ რაოდენობას, სულ 5-6 ათას ბოთლს ვამზადებთ. ეს არის ჩინური ჯიშის ყურძნისგან წარმოებული ღვინო, რომელიც საკუთარ ვენახში მომყავს. წარმოება 600 ბოთლიდან დავიწყე და 10-ჯერ გავზარდეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მცირე მოცულობას ვაწარმოებთ, ჩვენსმიზანს არ წარმოადგენს ახალი ბაზრების მოძიება, თუმცა ახალი პარტნიორი ავსტრალიაში ვიზიტისას გავიცანი, შემდეგ თავად იმყოფებოდა ჩემთან სტუმრად და ეს შეთანხმებაც შედგა“ - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

იაგო ბიტარიშვილის ღვინოები საექსპორტო ბაზრებზე ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში, ბარებში და რესტორნებში იყიდება.
ავტორი: მაია ბიწაძე

21.მაისი.2019 23:49
95

სომხეთის მინისტრთა კაბინეტი ელექტრომობილებზე გადავა

ვრცლად
21.მაისი.2019 23:40
43

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების გამო, ტურისტულ სეზონს საფრთხე ემუქრება

ვრცლად
21.მაისი.2019 23:00
29

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტი რუსული გავლენების შესახებ კონფერენციას გამართავს

ვრცლად
21.მაისი.2019 21:20
159

„მაგთი“ და „სილქნეტი“ წლის ბოლომდე ტარიფებს ვეღარ გაზრდიან - კომისიამ კვლევა დაასრულა

ვრცლად
21.მაისი.2019 20:29
76

NDI: გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

ვრცლად
21.მაისი.2019 17:01
109

"დინო" - სასმელი, ვისაც ენერგია სჭირდება

ვრცლად