მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა

62a9e71b5c4fe
ლიკა გურაბანიძე
16.06.22 00:10
936
“იაგოს ღვინო” შემოდგომაზე ექსპორტზე ჩინეთში გავა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი ამბობს, სექტემბერში ჩინეთში 1 200 ბოთლ ღვინოს გაიტანენ.

“ახალი ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამ ბაზრის ათვისებაზე ფიქრი ჯერ კიდევ პანდემიის დროს დავიწყეთ; საბოლოოდ მისი ათვისება მაინც გადავწყვიტეთ, რადგან ძველ ბაზრებთან ერთად, ახლის განვითარებაც მნიშვნელოვანია", - განმარტა მან.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპის ბაზარზე ნატურალურ ღვინოზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ ბაზრის დაკმაყოფილებაც კი უჭირთ.

“2021 წელთან შედარებით, წელს კომპანიას ევროპის ბაზრიდან მოთხოვნა 30-40%-ით გაეზარდა. ასეთ მაღალ ზრდას არ ველოდით, რასაც პანდემიის შემსუბუქებას ვუკავშირებთ. ზოგადი სიტუაცია ნამდვილად პოზიტიურია და საექსპორტო ბაზრები კი - გააქტიურებული", - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა bm.ge-სთან.