11.მაისი .2021 20:30

იანვარ-აპრილში აჭარას 59 901 ვიზიტორი ესტუმრა - სტატისტიკა

იანვარ-აპრილში აჭარას 59 901 ვიზიტორი ესტუმრა - სტატისტიკა
views 381
უკან

2021 წლის იანვარ-აპრილში აჭარას 59 901 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 72.1%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 83.4%-ით ნაკლებია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, წელს სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან აჭარაში ოთხ თვეში ვიზიტორების მხრიდან 49 129 საზღვრის კვეთა ფიქსირდება, რაც 2020 წელთან შედარებით 74.7%-იანი კლებას ნიშნავს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან 9 629 ვიზიტორი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი 51.4%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე (19 807 ვიზოტორი); ბათუმის პორტიდან კი აღნიშნულ პერიოდში 1 143 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2020 წლის ოთხი თვის მაჩვენებელზე 73.1%-ით ნაკლებია (4 256 ვიზიტორი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა