მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში ქართული ბანკების ჯამური ზარალი 667 მილიონი ლარია

5ec7c73615b8c
შოთა ტყეშელაშვილი
22.05.20 19:00
1382
საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამურად 667 მილიონი ლარის ზარალი მიიღო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ზარალის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ბანკების მიერ 1.2 მილიარდი ლარის შესაძლო დანაკარგებისთვის დარეზერვება გახდა. ჯამურად, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა "აქტივების შესაძლო დანაკარგების" ბუფერში 1.22 მილიარდი ლარი დაარეზერვეს, რაც მოსალოდნელი კრიზისიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების თანხას ასახავს.

საქართველოს ეროვნული ბანკმა კომერციული ბანკების ზარალის ტრუქტურასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მარტის ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა განმარტება. სებ-ი აღნიშნავს, რომ წინა წლებში სფერო საკმაოდ მაღალი მომგებიანობით გამოირჩეოდა, რამაც ბანკებს საშუალება მისცა შექმნილიყო ბუფერების ადეკვატური მოცულობა, რომელთა გამოყენებაც სწორედ ამგვარ კრიზისულ ვითარებებში არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება საოპერაციო საქმიანობას, 2020 წლის აპრილში 15 ბანკის ჯამური შემოსავალი 352 მილიონი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 1.5%-ით არის შემცირებული. აქედან საპროცენტო შემოსავლებმა 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 7%-ით მეტია. ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ბიზნეს სესხების მიმართულებით შემოსავლების 24%-იან ზრდას უკავშირდება.

ხოლო ფიზიკური პირების სასესხო შემოსავალი კი 5%-ით არის შემცირებული, რაც ბანკების მიერ მოქალაქეთათვის სესხების გადავადების პროგრამის შეთავაზებას უკავშირდება.