13.აგვისტო .2020 12:55

იანვარ-ივლისის თვეებში დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა

views 382
უკან

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 110,4 ათასი ტონა, რაც 11,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (99,0 ათასი ტონა) შედარებით და 23,4 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (87,0 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 608,3 ათასი ტონა, რაც 27,0 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 51,1 ათასი ტონა (მატება წინა თვის მაჩვენებელთან - 42,3 ათასი ტონა - შედარებით 8,8 ათასი ტონით ანუ 20,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 59,3 ათასი ტონა (მატება წინა თვის პერიოდის მაჩვენებელთან - 56,7 ათასი ტონა - შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით).

2020 წლის იანვარ-ივლისის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 295,2 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 299,4 ათასი ტონა - შედარებით 4,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 313,1 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან - 281,9 ათასი ტონა - შედარებით 31,2 ათასი ტონით ანუ 11,1%-ით).

ქვეყნების მიხედვით, 2020 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 212,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 114,0 ათასი ტონა (18,7%), რუმინეთი - 110,3 ათასი ტონა (18,1%), თურქმენეთი - 55,3 ათასი ტონა (9,1%), ბულგარეთი - 46,9 ათასი ტონა (7,7%); ყაზახეთი - 26,2 ათასი ტონა (4,3%), საბერძნეთი - 25,2 ათასი ტონა (4,1%), თურქეთი - 9,6 ათასი ტონა (1,6%), ავსტრია - 2,6 ათასი ტონა (0,4%); სინგაპური - 2,0 ათასი ტონა (0,3%); გაერთ. ემირ. – 2,0 ათასი ტონა (0,3%), შვეიცარია - 1,1 ათასი ტონა (0,2%); ჰონკონგი - 0,3 ათასი ტონა (0,1%).

საწვავის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის მატებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება სახელმწიფოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების პროგრამას, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიდ მოცულობასა და საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო-სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მატებას (მ/წლის პირველი 6 თვის განმავლობაში გაზრდილია 13,2%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა