მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-ივლისში მსოფლიო ტურიზმი 60%-ით აღდგა - UNWTO

63319158c8691
მარიამ ვარადაშვილი
26.09.22 20:15
525
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის [UNWTO] ინფორმაციით, იანვარ-ივლისის მონაცემებით საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 60%-ით აღდგა.

მსოფლიოს ტურიზმის ბარომენტრის თანახმად, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 2022 წლის იანვარში 2021 წლის იანვართან შედარებით თითქმის გასამმაგდა. ამ პერიოდში ტურიზმის აღდგენა პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდას და მგზავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქებას უკავშირდება. 2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით მსოფლიოს 89 ქვეყანას Covid-19-თან დაკავშირებული არანაირი შეზღუდვა არ აქვს.

იანვარ-ივლისში დაახლოებით 474 მლნ ტურისტმა იმოგზაურა, ეს მაჩვენებელი გასულ წელს 175 მლნ იყო. ივნის-ივლისში ჯამში დაახლოებით 207 მლნ საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდზე ორჯერ მეტია.  

"იანვარ-ივლისში აღდგენა ყველაზე სწრაფად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში იყო. ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის 74-76%-ს მიაღწია. 2021 წელთან შედარებით ევროპაში საერთაშორისო ვიზიტები თითქმის სამჯერ გაიზარდა. ვიზიტების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი ივნის-ივლისში იყო [21%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით; 16%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით]. ზრდა კონკრეტულ მიმართულებებზე პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამ გამოიწვია. მაგალითად ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი იანვარ-ივლისში 85%-მდე იყო. “ტურიზმის სტაბილურ აღდგენას განაგრძობს, თუმცა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები”,- აცხადებს UNWTO-ს გენერალური მდივნი ზურაბ პოლოლიკაშვილი.