საქართველოდან ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი შემცირდა. 5 თვეში ქვეყნიდან 79.8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინოები გავიდა. კლება წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.7%-ია.
ამ პერიოდში ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე გაიზარდა და ჯამში 13 მლნ დოლარამდე ღირებულების 4 198 ტონა ღვინო გავიდა. ზრდა 20.5%-ია. დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით კი ღვინის ექსპორტი 10.9%-ით შემცირდა და ექსპორტის ღირებულებამ 55.1 მლნ დოლარი, მოცულობამ კი 20 096 ტონა შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად უკრაინა კვლავ უმსხვილეს საექსპორტო ბაზარს შორისაა, თუმცა ღვინის რეალიზაცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. ღვინის ექსპორტი უკრაინაში მხოლოდ მარტში არ განხორციელებულა.
TOP-10 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:
1. რუსეთი - 46.1 მლნ დოლარი, 17 070 ტონა;
2. ჩინეთი - 5.8 მლნ დოლარი, 1 721 ტონა;
3. პოლონეთი - 5.7 მლნ დოლარი, 2 254 ტონა;
4. ყაზახეთი - 3.4 მლნ დოლარი, 1 089 ტონა
5. უკრაინა - 2.9 მლნ დოლარი, 1 154 ტონა;
6. აშშ - 1.9 მლნ დოლარი, 298 ტონა;
7. ლატვია - 1.8 მლნ დოლარი, 597 ტონა;
8. ბელარუსი - 1.7 მლნ დოლარი, 537 ტონა;
9. გერმანია - 1.5 მლნ დოლარი, 343 ტონა;
10. ლიეტუვა - 937 ათასი დოლარი, 317 ტონა.
გარდა ამისა, ღვინის ექსპორტი ესტონეთში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში, იაპონიაში, მონღოლეთში, კანადაში, ისრაელში, შვედეთში, თურქმენეთი, ნორვეგიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში, თურქეთში, ყირგიზეთში და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებში განხორციელდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი