მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი ბულგარეთში $136.6 მლნ იყო - TOP-10 პროდუქტი

5efb4ea6a1572
ვიქტორია მღებრიშვილი
02.07.20 10:15
1402
2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნების სამეულში ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ ბულგარეთი შედის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ბულგარეთში ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 15.9%-ით გაიზარდა და $136.6 მლნ შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ბულგარეთში ექსპორტირებული საქონლის TOP-10 პროდუქტი ასე გამოიყურება:

1. მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 103.4 მლნ დოლარი, 48 384.2 ტონა;
2. მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 30.9 მლ დოლარი, 20 538.5 ტონა;
3. სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 785.0 ათასი დოლარი, 4 400.0 ტონა;
4. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 241.9 ათასი დოლარი, 102.7 ტონა;
5. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი - 223.9 ათასი დოლარი, 184 500 ლიტრი;
6. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - 72.4 ათასი დოლარი, 18 501 ლიტრი;
7. ჯემი, ხილ-კენკროვანი ჟელე, მარმელადი და სხვა - 60.7 ათასი დოლარი, 10.0 ტონა;
8. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 43.9 ათასი დოლარი, 8 825 ლიტრი;
9. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 38.6 ათასი დოლარი, 93 252 ლიტრი;
10. მინერალური და მტკნარი წყლები - 19.0 ათასი დოლარი, 26 210 ლიტრი;
დარჩენილი საქონელი 712.9 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ექპორტიორებს, ამ პერიოდში ბულგარეთში ექსპორტს შპს რამ პოლიტეკქს; სს ლომისი; სს RMG Copper; სს საქართველოს ნატურალურ პროდუქტთა კომპანია; სს კორპორაცია ქინძმარაული; სს რუსთავის აზოტი; შპს გრადო; შპს ოლამ ჯორჯია; შპს Caucasian Metals Terminal; შპს ჯეოთოვინგი ახორციელებდნენ.