მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-მარტში ფოთის თიზ-ის ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა - დავით ებრალიძე

5e9726df30069
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.20 11:10
1748
მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ bm.ge-ს თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ებრალიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აპრილის თვეში შეინიშნება ბიზნესაქტივობის შენელება.

„საქართველოში და მსოფლიოში ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ფოთის თიზ-ში ტვირთბრუნვის მოცულობა როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი არ შემცირებულა იანვარ-მარტის პერიოდში და სტაბილურია. ასევე თუ აღნიშნულ მონაცემებს შევადარებთ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (იანვარი-მარტი) ტვირთბრუნვის მონაცემებს, აქ მდგომარეობა კიდევ უფრო დადებითია და შთამბეჭდავი, რადგან დაფიქსირდა დაახლოებით 50%-იანი მატება როგორც ტვითის იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებელზე.

არსებული კომპანიები, რომლებიც ეწევიან ტვირთების ექსპორტ-იმპორტს, ეს კომპანიები ინარჩუნებენ თავის აქტივობას, უბრალოდ ეს უფრო შენელებულია. ამ შენელების ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს მომხმარებელბის მხრიდან შემცირებული მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ებრალიძემ.

ფოთის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ აქტიურები რჩებიან მათთან დარეგისტრირებული საწარმოებიც.

„რაც შეეხება საწარმოო მიმართულებებს, რომლებიც აწარმოებენ და პროდუქციას ქმნიან, გარკვეული ნაწილი აგრძელებს მუშაობას იმ რეგულაციებისა და დადგენილებების მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის მიერ. გვყვავს კომპანიები, რომლებსაც კრიზისამდე თავისი მშენებარე საწარმოების დასრულება და გახსნა სურდათ, გარკვეული პერიოდი მათი მშენებლობები იყო შეჩერებული, თუმცა დღეს გრძელდება დასკვნითი სამუშაოები ამ ობიექტებზე და როდესაც გადაივლის ეს კრიზისი, ჩვენ ამ საწარმოების გახსნას შევძლებთ.

დღეის მდგომარეობით დაახლოებით ფოთის თიზ-ში 120-მდე კომპანიაა რეგისტრირებული და მოქმედი.  უმრავლესობა არის სავაჭრო კომპანიები, გვაქვს 10-მდე საწარმო ერთეული, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა სახის პროდუქტს ეს არის საპოხი ზეთები, საბურავები, სპირტი, პარფიუმერიის არომატიზატორები, გადახურვისთვის საჭირო პროდუქცია“, - უთხრა BM.GE-ის დავით ებრალიძემ.

როგორც თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, კრიზისის ფონზე სავაჭრო კომპანიასთან მოლაპარაკებებიც აწარმოეს. 

„ჩვენ ამ პერიოდში დავასრულეთ მოლაპარაკებები სამ ინვესტორთან - ერთ-ერთი მათგანი იყო ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც უნდა აეშენებინა ქარხანა, მათ დროებით შეაჩერეს სამშენებლო სამუშაობი მდგომარების დასტაბილურებამდე. გვაქვს კიდევ 2 საწარმო ეს არის თურქული კომპნია „ჯორჯიან ტექნოლოჯის“, რომელიც მიკროჩიპების წარმოებაზე სპეციალიზირდება და ასევე არის თხილეულობის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აშენებულია და დასკვნითი სამუშაობი დარჩა შესასრულებელი“, - აღნიშნა ფოთის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.