16.ნოემბერი .2019 13:30

იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა

views 332
უკან

საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორცილდა.

ელექტროენერგიის იმპორტი
(მლნ კვტ.სთ - 10 თვე)

რუსეთი  -  192.538

აზერბაიჯანი - 2.731

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა