მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში რეინფიცირების 96 000 შემთხვევა დაფიქსირდა - ამირან გამყრელიძე

6208c57eb764f
BM.GE
13.02.22 12:44
1407
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ იანვარ-თებერვალში, კორონავირუსით რეინფიცირების 96 000 უნიკალური შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, რეინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პირებში, ვისაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ჰქონდა კორონავირუსი გადატანილი.

"96 000-მდე უნიკალურ ადამიანში, იანვარ-თებერვალში გვაქვს რეინფიცირება, თვითონ რეინფიცირების რიცხვი, რა თქმა უნდა, მეტია.

გვაქვს ერთხელ რეინფიცირების შემთხვევები, ძირითადად ასეთია ანუ როცა ერთხელ იყო დაინფიცირებული და მეორედ დაინფიცირდა; გვაქვს ორჯერადი რეინფიცირება, როცა ადამიანი ორჯერ იყო ინფიცირებული და, ასევე, ძალიან გამონაკლის შემთხვევებში - სამჯერ დაიფიცირებულებიც," - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 15 712 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი.