მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველოში $3.4 მლნ-ის შაქარი შემოვიდა - TOP-იმპორტიორები

5e8ed72e9f515
ვიქტორია მღებრიშვილი
09.04.20 12:40
1269
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში შაქრის იმპორტი 21.4%-ით გაიზარდა და იმპორტირებული შაქრის ღირებულებამ 3.4 მლნ დოლარი შეადგინა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 3.4 მლნ დოლარის ღირებულების 9 233.8 ტონა შაქრის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის აღნიშნული პერიოდის მონაცემებს 21.4%-ით აღემატება ( 2019 წლის I-II თვე - 2.7 მლნ დოლარი).

შაქრის მსხვილი იმპორტიორი ქვეყნების სია შემდეგნაირად გამოიყურება:

პოლონეთი - 2.4 მლნ დოლარი, 6 292.4 ტონა;
რუსეთი - 940.0 ათასი დოლარი, 2 682.8 ტონა;
საფრანგეთი - 80.1 ათასი დოლარი, 193.4 ტონა;
უკრაინა - 17.9 ათასი დოლარი, 14.1 ტონა;
კოლუმბია - 14.6 ათასი დოლარი, 25.0 ტონა;
აზერბაიჯანი - 13.7 ათასი დოლარი, 20.8 ტონა;
იტალია - 9.9. ათასი დოლარი, 5.2 ტონა;

რაც შეხება ამავე პერიოდში იმპორტიორი კომპანიების ტოპ-10-ეულს, ესენი არიან: შპს ჯანო 1; შპს L-ჯორჯია; შპს "გაგა 1"; შპს იკათეიდინგი; შპს ალფა; შპს ბუმ გრუპი; შპს აპეტიტი; შპს ემ გრუპი; შპს ექსპორტ +.