მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ–აგვისტოში რკინიგზის ტვირთბრუნვა 9.6%–ით გაიზარდა

616aaca89f15e
დავით ჯალაღონია
16.10.21 15:35
644
2021 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვამ 8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9.6%–ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების სტატისტიკაშია მოცემული.

საავტომობილო ტრანსპორტით, ამავე პერიოდში, 19.4 მლნ ტონა ტვირთის გადაზიდვა დაფიქსირდა. ზრდამ 1.5% შეადგინა.

რაც შეეხება საჰაერო ტრანსპორტს, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, საავიაციო გზით 11.5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა – 4.3%–ით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ–აგვისტოში.